Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | სეტყვა, შტორმი, წყალდიდობა - რა ვითარებაა ამჟამად სტამბოლში
ambebi.ge
28 July 2017, 13:22
სტამბოლში ძლიერი შტორმია. წვიმამ, სეტყვამ და ქარმა წყალდიდობა გამოიწვია, ჩამოინგრა სასაფლაოს კედლები და აფეთქება იყო პორტში. შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაშავდა. მაშველები და მოსახლეობა ერთმანეთის დახმარებას ცდილობენ. მოქალაქეები იმ ადამიანებს ეძებენ, ვინც შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ იყოს მოყოლილი.

იხილეთ ვიდეო

გარდა ამისა, Advertisement ძლიერმა ქარმა ამწე ჩამოაგდო, რომელიც ნავთობის ცისტერნებს დაეცა, რამაც აფეთქება და ხანძარი გამოიწვია. ხანძარი ერთ-ერთ დეპოშიც გაჩნდა, ის მეხის დაცემამ გამოიწვია.

სტამბოლის მთავარ აეროპორტში რეისები გადაიდო. წყალდიდობის გამო, რამდენიმე თვითმფრინავი სხვა აეროპორტებში გადაამისამართეს. სეტყვამ, რომელიც ადგილობრივი მედიასაშუალების ინფორმაციით გოლფის ბურთის ზომის იყო, მანქანები და სახლის ფანჯრები დააზიანა.

ხელისუფლებამ ქალაქის ევროპული და აზიური ნაწილების დამაკავშირებელი გვირაბი დროებით დახურა.
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი